თეთრობის აღკვეთილი

თეთრობის აღკვეთილი, დაცული ტერიტორია სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ზეგანზე, ჯავახეთის და თორის გასაყარზე. მოიცავს 3100 ჰა. დაარსდა 1995 ტყის მასივების და ლოკალური ენდემების დასაცავად. გეოგრაფიულად თ. ა-ის ტერიტ. მცირე კავკასიონის ნაოჭა სისტემას მიეკუთვნება და მოიცავს აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ჩრდ., სამხრ. და ცენტრ. (ღერძულ) ქვეზონებს და ახალციხის ასპინძა-თბილისის ნაწილებს. გეოლოგიურად თ. ა. ძირითადად აგებულია ოლიგოცენ-ნეოგენური დანალექი და ვულკანოგენური დანალექი ფორმაციებით, ფართოდაა გავრცელებული მეოთხეული ასაკის ვულკ. კონუსები, ზეწრები და ნაკადები. თ. ა-ის ხეობაში იზრდება ვიწრო ენდემური ჯიშები: კეცხოველის და ჯავახური ფამფარულა კოზლოვსკის და თეთრობის კრაზანა. ფიჭვნარი მეჩხერია, ხეები 10–15 მ არიან დაცილებული, მათ ვარჯებს კი ბურთის ფორმა აქვს. დაბალი ღვია ქმნის ბუჩქოვან იარუსს. შედარებით შეკრულ ფიჭვნარში მუხა, ცირცელი და უზანი გამოერევა. ღია ადგილები ვაციწვერას სხვადასხვა სახეობას უკავია.