თექალი, 2014-იდან თაქალო სოფელი მარნეულის მუნიციპალიტეტის ყაჩაღანის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), მარნეულის ვაკეზე, მდ. დებედის (ხრამის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 310 მ მარნეულიდან 27 კმ, შულავრიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 16 კმ. 1,5 ათ. მცხ. (2014).