თოხთამიში

თოხთამიში (გ. 1406 ან 1407), ოქროს ურდოს ხანი, ჩინგიზ-ყაენის შთამომავალი. 1377–80 დამკვიდრდა თეთრ ურდოში, ხოლო 1380-იდან – ოქროს ურდოში. 15 წელი ებრძოდა თემურლენგს ცდილობდა ფეხის მოკიდებას სამხრ. კავკასიაში. 1385 დერბენდისა და კავკასიის სხვა გადმოსასვლელების გამოვლით შეიჭრა აზერბაიჯანში, ჩრდ. ირანში, აიღო და სასტიკად დაარბია ქ. თავრიზი. ივ. ჯავახიშვილის აზრით, თ-ს არ შეეძლო ჩრდ-იდან ირანში შეჭრილიყო ქართველებთან წინასწარი შეთანხმებისა და მოკავშირეობის გარეშე. საყურადღებოა ისიც, რომ ჩრდ. ირანში ლაშქრობის დროს თ-ის ლაშქარში „ურწმუნოებიც" ერივნენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა თემურლენგმა სამხრ. კავკასიის დაპყრობა და კავკასიის გადმოსასვლელების საიმედოდ ჩაკეტვა. 1395 ჩრდ. კავკასიაში მდ. თერგის პირას ბრძოლაში თემურლენგმა სასტიკად დაამარცხა თ. რ-მაც ვოლგის ბულგარეთს შეაფარა თავი. მოკლა ციმბირის ხანმა შადიბეკმა.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.