თუთაევი აღალო ათანასეს ძე (გ. 26. V. 1912), მწერალი, პუბლიცისტი, თეატრალური მოღვაწე, ქველმოქმედი. თანამშრომლობდა ქართ. პრესასთან („დროება", „ივერია", „თემი" და სხვ.), აქვეყნებდა პუბლიც. წერილებს, პიესებს, ნაკვესებს. XIX ს. 70-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდა გორის კულტ.-საგანმან. ცხოვრებაში. იყო გორის სცენისმოყვარეთა საზ-ბის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. 1877 ნ. დიასამიძესთან ერთად საკუთარი ხარჯით გადააკეთა გორის ძვ. როტონდა და თეატრი დააარსა. 80-იანი წლებიდან ცხოვრობდა თბილისში, ჰქონდა საღებავების ქარხანა, რ-ის შემოსავლის ნაწილს საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა (მატერიალურად ეხმარებოდა სკოლებს, ეკლესია-მონასტრებს და სხვ. დიდუბეში, საკუთარ სახლში, დაარსებული ჰქონდა ბიბლიოთეკა-სამკითხველო). თ-ის პიესები („ცოლი ვიტირო თუ ფული?", „უცნაური არშიყი" და სხვ.) იდგმებოდა თბილისში, გორში, თელავში, ცხინვალში, ოჩამჩირეში და სხვ. დაკრძალულია გორში.
ლიტ.: ქართული პიესები, ტფ., 1909.
თ. ჯოლოგუა