თურდო, მდინარე აღმ. საქართველოში თელავის მუნიციპალიტეტში, მდ. ალაზნის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 32 კმ აუზის ფართ. 114 კმ². სათავე აქვს გომბორის მთის აღმ. კალთაზე. ალაზნის ვაკეზე ქმნის ვრცელ გამოზიდვის კონუსს. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა – ზაფხულ-შემოდგომაზე.
თ. კიკილაშვილი