თურდოსპირელი დავით ანდუყაფარის ძე

დ. ჩხეიძე-თურდოსპირელი

თურდოსპირელი (ნამდვ. გვარი – ჩხეიძე) დავით ანდუყაფარის ძე [23. IV (5. V). 1888, სოფ. ვარდისუბანი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 23. XII. 1948, თბილისი], მწერალი, გ. ქუჩიშვილის ძმა. 1911 დაამთავრა თბილ. ქართ. გიმნაზია, 1911–15 სწავლობდა კიევის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტზე, სადაც მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ე. ნინოშვილის სახ. რევ. ლიტ. წრე, გამოიცა ჟურნ. „მერცხლები". 1915 სამშობლოში დაბრუნდა და ჟურნალისტურ მოღვაწეობას შეუდგა; მის სახელთან არის დაკავშირებული ჟურნალების: „მახვილი", „ჩვენი დროშა", „პირველი ტალღა" გამოცემა, მისივე თაოსნობით დაარსდა თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუშაობდა მასწავლებლად სვანეთში, ფშავში, კახეთში. 1906 ცალკე წიგნად გამოაქვეყნა მოთხრ. "თავისუფლების მსხვერპლნი", რ-ის დიდი ნაწილი ჟანდარმთა სამმართველომ დაწვა; 1913 გამოვიდა მისი ლექსებისა და ნოველების პირველი კრებული „სიმთა ქვითინი". საქართველოში საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: „კომუნისტი", „ახალგაზრდა კომუნისტი", „პიონერი", „ოქტომბრელი" და სხვ.

-ის მხატვრული ნაწარმოებები გამოიცა ცალკე წიგნებად (1926, 1929, 1937, 1947, 1961). აღსანიშნავია მისი საბავშვო ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „პირველი ბილიკები" (1929), „საყმაწვილო მოთხრობები" (1937), „საბავშვო მოთხრობები" (1947), წერდა აგრეთვე პუბლიც. წერილებს, რ-თაც ხშირად აქვეყნებდა სალომეშვილისა და არგუსის ფსევდონიმებით.

თხზ.: არაზინდო, თბ., 1961; დავით თურდოსპირელისა და ალექსანდრა კრემენსკაიას სასიყვარულო წერილები, რედ. ს. მეტრეველი, თბ., 2019; ანდაზები, თბ., 2020.

ნ. ალანია