თურჩუს ქვაბული

თურჩუს ქვაბული, თურჩუს პოლიე, ქვაბული ხონის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივის სამხრ. კალთაზე სოფ. გორდის ჩრდ-ით.ქვაბულის სიგრძეა 3 კმ სიგანე – 2 კმ. აგებულია ცარცული და გადოლომიტებული კირქვებით. თ. ქ-ის ფსკერზე გაედინება პატარა მდ. თურჩუ, რ-იც ქვაბულის სამხრ. ნაწილში კარსტულ სიღრუეებში იკარგება, შემდეგ კვლავ ზედაპირზე გამოდის.