თუში, ჭურის ურემი, დიდი ქვევრების გადასატანი დაბალი ურემი, რ-საც აჩაჩა ურმისაგან განსხვავებით ბორბლების მაგიერ ღერძზე ხის საგორავები ჰქონდა დამაგრებული. შემონახული იყო ზემო იმერეთის ერთ-ერთ რაიონში (საჩხერის მუნიციპალიტეტი). თ-ს, როგორც შერეული ტიპის სპეც. საზიდ საშუალებას, იყენებდნენ ზემო იმერეთის ხალხურ კერამიკული წარმოების ცენტრებში (შროშა, ბეღლევი, ბოსლევი) დიდი საღვინე ქვევრების გადასაზიდად მეღვინეობის რ-ნებში.
ლიტ.: გეგეშიძე მ., ქართული ხალხური ტრანსპორტი, ტ. 1, თბ., 1956.
მ. გეგეშიძე