თხეიში

თხეიში, თხეიშურა, მდინარე ეგრისის ქედის ჩრდ. კალთაზე მდ. ხაიშურის (ენგურის მარცხ. შენაკადი) ერთ-ერთი მდგენელი. სათავეს იღებს თხეიშიშდუდის მყინვარზე. სიგრძე 18,6 კმ აუზის ფართ. 222 კმ². წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულში წყალმცირობა – ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 10,5 მ³/წმ. იყენებენ ხეტყის დასაცურებლად.

ნ. უკლება