Twitter
Facebook
Whatsapp
თხეიშიშდუდი, მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, მდ. თხეიშის სათავეში. სიმაღლე 3046 მ. აგებულია შუაიურული პორფირიტებით. კალთები შემოსილია სუბალპ. და ალპ. ბალახეულით. ჩრდ. კალთაზე არის ამავე სახელწოდების პატარა მყინვარი.
მ. უთმელიძე