გიოშვილი ნოდარ ალექსის ძე

ნ. გიოშვილი

გიოშვილი ნოდარ ალექსის ძე (დ. 21. III. 1935, თბილისი), ფილოლოგი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. 1959 დაამთავრა თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი. 1959–65 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ცენტრალური სამეცნ. ბ-კის სწავლული მდივანი, 1965–66 – ა. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის მეცნ. მუშაკი, 1966–86 – ქსეის სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის წამყვანი სამეცნ. რედაქტორი და ბიბლიოგრაფიის ჯგუფის ხელმძღვანელი, 1986-იდან – სამეცნ. კონტროლის რედაქციის გამგე; 2002-იდან არის სამეცნ., სალიტ. კონტროლის, სიტყვანისა და ბიბლიოგრაფიის რედაქციის გამგე.

გ-ის პირველი გერმ. თარგმანები დაიბეჭდა 1956 ბერლინში („აკაკის ნაკვესები", გაზ. «ტრიბიუნე»). გერმანულად თარგმნა აგრეთვე სულხან-საბას იგავ-არაკები; ქართულად – კ. რომელის „კავკასიის ხალხები" (2011). ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის მომზადებასა და გამოცემაში შეტანილი წვლილისათვის 1987 მიენიჭა საქართვ. კულტურის დამს. მუშაკის წოდება. ავტორია მასში დაბეჭდილი მრავალი სტატიისა. ქსე-ის გარდა, გ. მონაწილეობდა სხვადასხვა პერსონალური თუ დარგობრივი ენციკლოპედიების, ლექსიკონების, მონოგრაფიების და ა. შ. რედაქტირებაში.