თხისზურგის ქედი

თხისზურგის ქედი, განედური ქედი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ლუხუნისა და რიცეულის წყალგამყოფი. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე ზ. დ. 1878 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტებით, ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-ქვიშაქვებით. თხემი მოსწორებულია. ქედი შემოსილია წიფლისა და რცხილის ტყით.

ს. ნემანიშვილი