თხმელის ციხე

თხმელის ციხე, ციხე გვიანდ. შუა საუკუნეების იმერეთის სამეფოში. მდებარეობდა ხანისწყლის ხეობაში. 1703 ააშენეს ოსმალო დამპყრობლებმა ბაღდათში თხმელის (მურყნის) ხისაგან, რის გამოც თ. ც. ეწოდა. შემდეგ ხანებში აქ ქვითკირის ციხე ააგეს, სადაც თურქ. იენიჩართა გარნიზონი იდგა და ტყვეებითაც ვაჭრობდნენ.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ზ. ცინცაძე