გიორგობიანი ვახტანგ ალექსის ძე

ვ. გ ი ო რ გ ო ბ ი ა ნ ი „თედორე შალიაპინის სახლ-მუზეუმი" 1960. პრესლავი ბულგარეთი.

გიორგობიანი ვახტანგ ალექსის ძე (28. VIII. 1914, თბილისი, – 28. II. 1990, იქვე), გრაფიკოსი. საქართვ. დამს. მხატვარი (1971). 1942 დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (პედაგოგი ი. შარლემანი ). 1954-იდან იქვე ეწეოდა პედ. საქმიანობას (1970- იდან – პროფესორი). 1945-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. გ-ს ეკუთვნის პლაკატები: „ახალგაზრდობა, ჩვენი იმედი" (1954), „1945–1985" (II მსოფლიო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით); ი. შარლემანის (1956), მ. თოიძის (1956) პორტრეტები. მხატვრულად გააფორმა ნ. ლორთქიფანიძის „რჩეული ნაწერები" (1953), ლ. მენაბდის „სულხან-საბა ორბელიანი" (1954), ი. ჯორჯაძის „საქართველოს სამხედრო ხელოვნების ისტორია" (1987). დახატა საქართვ. ხუროთმოძღვრული ძეგლები: „ანანურის ეკლესია" (1983), „ტიმოთესუბნის ტაძარი" (1985); შექმნა თემატური სურათები: „ჰიმნი საქართველოს" (1950) და სხვ.