(გ. 1709), ქართლის მეფე (1676–88, 1703–09), ვახტანგ V -ის ძე. 1675 ირანს მიმავალი ვახტანგ V მოულოდნელად ხოშკარში (ირანი) გარდაიცვალა. წასვლის წინ ქართლის გამგებლად მან თავისი მეორე ვაჟი – გიორგი დანიშნა. მეფედ რომ დაემტკიცებინათ, გიორგი ირანში გაიწვიეს, მაგრამ ეს საქმე შეაფერხა ირანში აღზრდილმა, ისპაანის ტარუღად მყოფმა. გ. XI-ის მომდევნო ძმამ – ალექსანდრემ, რ-საც ქართლის ტახტი თავისთვის სურდა. ამის საწინააღმდეგოდ იმერეთის ტახტისათვის მებრძოლი არჩილ II ახალციხიდან სადგერში გადმოვიდა და ქართლის შემომტკიცებას შეუდგა. შაჰმა სულეიმანმა (1666– 94) ისევ გიორგი არჩია, მუსლიმანობა მიაღებინა, შაჰნავაზ-ხანი უწოდა და 1677 საქართველოში გამოისტუმრა.
გ. XI-ის, ანუ შაჰნავაზ II-ის მეფობა (1676–88) აღინიშნა ქართლში ფეოდალური ანარქიის გამწვავებით, ამასთან, ის მამაზე მეტად იღვწოდა დამოუკიდებლობისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. შაჰს არჩილის ურთიერთობა ახალციხის ფაშასთან საეჭვოდ მიაჩნდა, ამიტომ გ. XI-ს მისი შეპყრობა და ირანში გაგზავნა დაავალა. გ. XI-მ დავალება არ შეასრულა. უფრო მეტიც, ქართლის სპარსოფილი თავადები გაანადგურა და კახეთის დაკავებაც სცადა. ამით უკმაყოფილო შაჰმა გ. XI გადააყენა და მის მაგივრად თეიმურაზ I-ის შვილიშვილი, ახალგამაჰმადიანებული ერეკლე I (ნაზარალი-ხანი) დანიშნა (1688–1703). გ. XI-მ თავი იმერეთს შეაფარა და იქიდან შეეცადა ტახტის დაბრუნებას. 1691 ქართლში გადმოვიდა და ოთხი წლის განმავლობაში ებრძოდა ერეკლე I-ს ტახტისათვის, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს იძულებული გახდა შაჰს დამორჩილებოდა და 1696 ისპაანში გაემგზავრა. ამასობაში შინაპოლიტიკური ვითარება ირანში მკვეთრად გაუარესდა – პროვინციები განკერძოებისაკენ ისწრაფოდნენ. განსაკუთრებით საშიში ვითარება შეიქმნა ავღანეთში. ირანის ახ. შაჰმა ჰუსეინმა (1694–1722) ავღანელთა წინააღმდეგ გამოცდილი მებრძოლისა და მხედართმთავრის გ. XI-ის გამოყენება გადაწყვიტა. მან ქართლის ყოფილი მეფე შემოირიგა და თავისი უფლებები აღუდგინა (1703), თუმცა ირანში დაიტოვა, ირანის სპასალარობა და ყანდაარის ბეგლარბეგობა უბოძა და ავღანელთა დაშოშმინება დაავალა. ქართლში გ. XI-ის თხოვნით მის მოადგილედ ვახტანგ ლევანის ძე გამოგზავნეს. გ. XI-მ ავღანეთში აჯანყება ჩაახშო და დატყვევებული ავღანი ტომების განმათ. ბრძოლის მეთაური მირვეისი ისპაანში გააგზავნა. ამ უკანასკნელმა შეძლო შაჰის კარის მოსყიდვა და უკან ყანდაარში დაბრუნება. მალე გ. XI მირ-ვეისის დაგებულ მახეში გაება – ცბიერმა ყანდაარელმა თავისი ქალიშვილი შესთავაზა ცოლად და ამ მოვლენის აღსანიშნავად გამართულ ნადიმზე მიწვეული სასიძო და მისი ამალა ღალატით ამოხოცა.
ქართლში შექმნილი მძიმე პოლიტ. სიტუაციის მიუხედავად, გ. XI-მ შეძლო თავისი კვალი დაეჩნია ქართ. კულტ. განვითარებისათვის. ცნობილია მისი მუდმივი ზრუნვა ქართ. ხელნაწერთა დაცვა-გამრავლებაზე. მისი დავალებით 1680 მდივანმა ბეგთაბეგ თანიაშვილმა დაამზადა ვეფხისტყაოსნის ძვირფასი ხელნაწერი. მისივე დავალებით იაკობ დუმბაძემ გალექსა ბაგრატ ბატონიშვილის პოლემიკური ნაშრომი მაჰმადიანობის წინააღმგიო დეგ. მანვე შეუკვეთა სულხან-საბა 25 ორბელიანს ქართ. განმარტებითი ლექსიკონის შედგენა.
წყარო : გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», ტფ., 1925, [ტ.] 2; ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV–XVII სს.), [ტ.] 2, თბ., 1965; კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500– 1810), ტფ., 1922; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
გ. მაისურაძე