დ, ქართული ანბანის მეოთხე ასო. მისი სახელია ,,დონი".

გრაფ. სიმბოლო წინაენისმიერი ხშულმსკდომი მჟღერი თანხმოვნისა. ასომთავრულში იწერებოდა ნუსხურში – ძვ. ქართ. სათვალავში აღნიშნავს ოთხს (4). მხედრული დამწერლო ბის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა ქვედა სამ ხაზში თავსდება. ცხრილში დ-ის გრაფ. განვითარება წარმოდგენილია V–XVII სს. ეპიგრაფიკული ძეგლების, ხელნაწერებისა და ისტ. საბუთების მიხედვით.