კაბალი, მდინარე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხ. შენაკადი.
სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 2720 მ. სიგრძე 48 კმ, აუზის ფართ. 391 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში (იშვიათად – ზაფხულში), წყალმოვარდნა – შემოდგომაზე. იყენებენ სარწყავად.
ი. აფხაზავა