კაბაჭრელა, ძაღლისკბილა (Erythronium), ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი შროშანისებრთა ოჯახისა.
მისი 25-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ამერიკაში, სამხრ. ევროპაში, სამხრ. ციმბირის მთებში, კავკასიაში, მ. შ. საქართველოს მთიანეთში (E. caucasica – კავკასიის ენდემი). დეკორ. მცენარეებია. აშენებენ ბაღებში, პარკებსა და ალპინარიუმებში.