კაბისოვი გრიგოლ არსენის ძე (8. III. 1914, ჯავა, – 11. III. 1975, ქ. ცხინვალი), ოსი მსახიობი და რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967). 1941 დაამთავრა ლენინგრადის ა. ნ. ოსტროვსკის სახ. თეატრ. ინ-ტი და იმავე წელს მუშაობა დაიწყო ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრის ოსურ დასში თავდაპირველად მსახიობად, ხოლო მოსკ. სამხატვრო თეატრის ორწლიანი სარეჟისორო კურსების დამთავრების შემდეგ – რეჟისორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. მისი დადგმებიდან აღსანიშნავია მ. შავლოხოვის „სასიძო კაცი“, დ. თუაევის „ფასის ოცნება“ და „ობლების დედა“, გ. ბერძენიშვილის „მშვიდობის მტრედები“, ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“ და სხვ. დაჯილდოებულია მედლებით.