კაბიწი, მარცვლეულის საწყაო ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული VI– XVI სს-ში, იშვიათად ხმარობდნენ XVII–XVIII სს-ში.
XIII–XV სს. I ნახ-ში კ. საშუალოდ შეადგენდა 10 კგ. XV ს. II ნახ-სა და XVI ს-ში დაახლ. 18 კგ. XVIII ს. დასაწყისში კ. სამკოდიანი (90–100 კგ) საწყაო იყო და თაღარს შეესაბამებოდა.
გ. ჯაფარიძე