კადეტთა კორპუსი

left

კადეტთა კორპუსი, პრივილეგიური სამხედრო სასწავლებელი თავადაზნაურული წარმოშობის ახალ­გაზრდებისათვის. პირველად 1732 დაარსდა პეტერბურგში. 1917-თვის რუსეთის იმპერიაში 29-მდე კ. კ. იყო. 1871, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსეთის იმპ. ალექ­სანდრე II-ის ჩამოსვლას­თან დაკავ­შირებით, „თერგდალეულთა“ ჯგუფ­მა ი. ჭავჭავაძის მეთაურობით გადაწყვიტა, რომ იმპერატორისათვის მისართმევ ადრესში შეეტანა მოთხოვნა თბილისში უნ-ტის გახსნის თაობაზე. თავადაზნაურობის მარშალმა რ. ანდრონიკაშვილმა თვითნებურად უარყო ეს გადაწყვეტილება და იმპერატორს წარუდგინა სხვა ადრესი, რ-შიც უნ-ტის ნაცვლად თბილისში კ. კ-ის გახსნას ითხოვდა (თავს იმით იმართლებდა, რომ უნ-ტში სწავლება ფასიანი იქნებოდა, კ. კ-ში კი – უფასო). ამ საქციელის გამო ი. ჭავჭავაძემ დაწერა ორი პამფლეტი: „გამოცანები“ და „კიდევ გამოცანები“.

1875 სამხ. გიმნაზიის (დაარსდა 1871) ბაზაზე გაიხსნა კ. კ., რ-შიც იღებდნენ საშ. სამოქალაქო და სამხ. განათლებას, ენიჭებოდათ უმცროსი ოფიცრის წოდება, წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შეეძლოთ სწავლის გაგრძელება სამხ. აკადემიაში. კ. კ. ექვემდებარებოდა რუსეთის იმპერიის სამხ. სამინისტროს სასწავლებელთა მთ. სამმართველოს. დაიხურა 1917. შენობა მდებარეობდა თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდ. შოთა რუსთაველის გამზ. 33).

კ. კ. ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ს თავდაცვის სამინისტროსი, 1992 თებ. სა­ქართვ. ეროვნ. უშიშრო­ებისა და თავდაცვის საბჭოს №7/23 დადგენილებით 1992 სექტ-ში თბი­ლისის ყოფ. უმაღლესი საარტილერიო სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა კ. კ. – საშ. სასწავლებელი გაძლიერებული სამხ.-ფიზ. მომზადებითა და უცხ. ენების სწავლებით; მისი ამოცანა იყო მოემზადებინა თარჯიმნები სა­ქართვ. შეიარაღებული ძალებისათვის. სწავლის ხანგრძლივობა თავდაპირველად 4, შემდგომ – 3 წელი იყო. 1994 შეიცვალა სასწავლებლის ორიენტაცია და ძირითად ამოცანად დაისახა კადრების მომზადება თბილ. გაერთიანებული სამხ. აკადემიისათვის და საზღვარგარეთის ქვეყნებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის. 1995 კ. კ. განთავსდა კ. ლესელი­ძის სპეც. სკოლაინტერნატის სამხ. ქალაქ­ში. კ. კ-ში იღებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო საშ. სკო­ლის 9-კლასდამთავრებულებს. ზოგადსაგანმანათლებლო საგნე­ბის სწავლების გარდა, დიდი ყურადღება ექცეოდა დაწყ. სამხ. და ფიზ. მომზადებას, უცხ. ­ენებს. კ. კ-ის აღსაზრდელები სამხ. ტანსაცმელს ატარებდნენ, ცხოვრობდნენ ყა­ზარმულ პირობებში, სამხ. დღის განაწესით. კ. კ-ს სხვა­და­სხვა წლებში ხელმძღვანე­ლობდნენ პოლ­კოვნიკები: დ. ­მა­მისა­შვი­ლი (1992–94 იანვ.), ს. ზე­რეკიძე (1994-იდან). 2001 კ. კ. გაუქმდა. 2010 დაარსდა კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ქ. ქუთაისში.