კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ემბლემა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, სამხედრო სასწავლებელი, დაარსდა 2010 წლის 2 აგვისტოს, ქ. ქუთაისში. 2014 წ. 15 სექტემბერს ლიცეუმს გენ. გ. კვინიტაძის სახელი მიენიჭა და აღნიშნული თარიღი კ. ს. ლ-ის დღედ გამოცხადდა. 2012 წ. 1 ივლისს ლიცეუმის კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება შედგა.

კ. ს. ლ-ში სასწავლო პროცესი განათლებისა და მეცნ. სამინისტროს ეროვნ. სასწ. გეგმის და დამა­ტებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს. ლიცეუმი პანსიონური ტიპისაა და კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედ. მომსახურებით, კვებით და სასწ. სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს. კადეტები მონაწილეობენ ეროვნ. ოლიმპიადებში, სასწ. შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში.