კადიშევსკი ვლადიმერ გიორგის ძე (5. V. 1937, მოსკოვი, – 24. IX. 2014, დუბნა, მოსკოვის ოლქი), ფიზიკოს-თეორეტიკოსი. რუსეთის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (2000), აკადემიის პრეზიდიუმის წევრი (2002), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. უცხოელი წევრი (2008), ასევე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნ. აკადემიების წევრი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1970).
კ-ის სამეცნ. ინტერესების სფერო ძირითადად უკავშირდება ველის კვანტური თეორიის რელატივისტურ ფორმულირებას დაკვანტულ სივრცე-დროში.
1994 კ-ის ინიციატივით დუბნაში გაიხსნა ახ. უნ-ტი. 1995-იდან კ. ამ უნ-ტის პრეზიდენტი იყო.
კ. მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართველ ფიზიკოს-თეორეტიკოსებთან – ა. თავხელიძესთან, ა. ხელაშვილთან, მ. ჩავლეიშვილთან, ფ. ტყებუჩავასთან, ა. კვინიხიძესთან, ვ. გარსევანიშვილთან და სხვებთან. მონაწილეობდა საქართველოში სამეცნ. კონფერენციებისა და სამეცნ. სკოლების ორგანიზებასა და ჩატარებაში.
კ. დაჯილდოებულია სსრკ, რუსეთის და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწ. ჯილდოებით. მიღებული აქვს მრავალი სამეცნ. პრემია, მეცნ. აკადემიების საერთაშ. ასოციაციის ოქროს მედალი (2012).
თხზ.: Представление для релятивистской амплитуды рассеяния при высоких энергиях, ТМФ, 1971, т. 7, №2 (თანაავტ.: В. Р. Гарсеванишвили, Р. М. Мир-Касимов, Н. Б. Скачков); On new geometrical concept of local quantum field, «Труды МИАН», 2011, т. 272.