კავაზაშვილი ანზორ ამბერკის ძე (დ. 19. VII. 1940, ბათუმი), სპორტსმენი, ფეხბურთელი (მეკარე). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1967).
გამოდიოდა თბილისის „დინამოში“ (1957–59), მოსკოვის „ტორპედოში“ (1960–68), მოსკოვის „სპარტაკში“ (1969–71), ქუთაისის „ტორპედოში“ (1972), კოსტრომის „სპარტაკში“ (1974). სსრკ ჩემპიონი (1965, 1969), მეორე (1961, 1964) და მესამე (1959, 1968, 1970) პრიზიორი. სსრკ თასის მფლობელი (1968, 1971). სსრკ წლის მეკარე (1965, 1967). სსრკ ეროვნ. ნაკრების წევრი (29 მატჩი). მსოფლიო ჩემპიონატების (1966, 1970) მონაწილე. სსრკ ჩემპიონატში ჩაატარა 274 შეხვედრა. ლ. იაშინის სახ. სიმბოლური კლუბის წევრი (163 მატჩში არ გაუშვა გოლი).
კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა კოსტრომის „სპარტაკს“, ასევე ჩადისა (1976–77) და გვინეის (1985–86) ეროვნ. ნაკრებებს. რფ-ის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელი, რფ-ის პრეზიდენტთან არსებული წინასწარ შეთანხმებული მატჩების გამოსავლენი საექსპერტო კომიტეტის ხელმძღვანელი.