კავენიაკი (Cavaignac) ეჟენ (19. VIII. 1876 – 11. I. 1969, პარიზი), ფრანგი ისტორიკოსი, ხეთოლოგი. სტრასბურგის უნ-ტისა და პარიზის კათოლიკური ინ-ტის ძვ. ისტორიის პროფესორი. კ. ავტორია ძვ. სამყაროს ისტორიის შესახებ მრავალრიცხოვანი შრომებისა, ასევე იყო მრავალტომეული გამოცემის, „მსოფლიოს ისტორიის“ („Histoire du monde“ ვ. 1–8, P., 1924–48) მთ. რედაქტორი. ამ გამოცემაში ძველი ისტორიისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ტომი უშუალოდ კ-ს ეკუთვნის. მას ძვ. წ. XII ს. ზემო მესოპოტამიაში გამოჩენილი მუშქები ისტ. საქართველოს სამხრ.- დას. ოლქებიდან ჩამოსულებად მიაჩნდა.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.