კავთურა

კავთურა, მდინარე აღმოსავლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, შიდა ქართლში. სათავეს იღებს თრიალეთის ქედის ჩრდ.-აღმ. კალთაზე, ზ. დ. 1945 მ. ერთვის მდ. მტკვარს მარჯვნიდან, სოფ. ქვემო ხანდაკთან. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართ. 129 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში. საშ. მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 0,96 მ³/წმ. იყენებენ სარწყავად.

ი. აფხაზავა