კავთურის ხეობა, ხეობა შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში. ხეობის სიგრძე დაახლ. 15–20 კმ. მისი მეშვეობით შიდა ქართლი უმოკლესი გზებით უკავშირდება ქვემო ქართლსა და თრიალეთს. კ. ხ. ძველთაგანვე მჭიდროდ იყო დასახლებული, რასაც ადასტურებს მრავლად შემორჩენილი ნასახლარი და ხუროთმოძღვრების კავთისხევის კატაულას წმინდა გიორგის ეკლესია. VII– IX სს. კავთისხევის ლომისის ეკლესია (მარცხნივ - XIX ს., მარჯვნივ - ადრინდელი ფეოდალური ხანისა). მათგან აღსანიშნავია იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია, ქვათახევი, მაღალაანთ ეკლესია და მაღალაანთ კოშკები სოფ. წინარეხთან. შემორჩენილია აგრეთვე ციხე-კოშკები, სამლოცველოები, აკლდამები, სამაროვნები და ნამოსახლარები (ციხე-გორა).
ხეობა მრავალჯერაა დარბეული მტრის მიერ, განსაკუთრებით თემურ-ლენგის ლაშქრობების დროს. ლეკთა განუწყვეტელი თარეშით შეწუხებული და ფიზიკური განადგურების წინაშე მდგარი კავთისხეველები მეფე ერეკლე II-მ კახეთში – სოფ. ნაფარეულსა და კურდღელაურში გადაასახლა იმ პირობით, რომ ლეკიანობის ალაგმვის შემდგომ ისინი უკან დაბრუნდებოდნენ. განადგურებული კ. ხ-ის შემდეგი მოშენება-დასახლება XIX ს. II ნახევრიდან დაიწყო. აქ ჩამოსახლდნენ მთიულები, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი.
ლიტ.: მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., კავთურის ხეობა, თბ., 1960; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990; ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე ბ., აკლდამა სოფ. კავთისხევში, «ძეგლის მეგობარი», 1970, № 23.
თ. გერსამია