კავლიძე მიხეილ შალვას ძე (9. I. 1928, თბილისი, – 12. I. 2017, იქვე), ფიზიკოს-ექსპერიმენტატორი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2000). 1953 დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი. 1954 მუშაობდა ობნინსკის (რუსეთი) ატომურ ელექტროსადგურზე, 1955-იდან – თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე, 1962-იდან – თსუ-ის გამოყენებითი ბირთვული ფიზ. ლაბორში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1976–2006 კ. იყო ამ ლაბორ-ის ბაზაზე შექმნილი (რესპუბლიკასა და ყოფილ სსრკ-ში პირველი) მას-სპექტრომეტრული ცენტრის გამგე. წლების განმავლობაში ეწეოდა პედ. მუშაობას თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტზე. კ-ის სამეცნიერო ინტერესების სფეროა იზოტოპების ფიზიკა, მას-სპექტრომეტრია, გამოყენებითი ბირთვული ფიზიკა. კ. გამოირჩეოდა აქტიური და პრინციპული სამოქალაქო პოზიციით. მონაწილეობდა ჩერნობილის კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო კომისიის მუშაობაში. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომის და რამდენიმე გამოგონებისა.
თხზ.: About a complex method to predict earthquakes based on observations of Rn, H, He, Ne, organic gases and heavy elements from aerosols, «M. V. Radionuclides and Heavy Metals in Environment. NATO Science Series, IV. Earth and Environmental Sciences», 2001, vol. 5 (თანაავტ. Gubadze N. et al.); Determination of Li and B isotopic composition in the microvolumes of meteorites by a highly sensitive, precise method, «International Journal of Mass-Spectrometry and Ion Process», 1997, vol. 161 (თანაავტ. Gubadze N.).
ო. კავლიძე