"კავკაზ", ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა 1846–1918 თბილისში რუს. ენაზე. თავდაპირველად კერძო, არაოფიც. გამოცემა იყო, 1850-იდან კი კავკ. მეფისნაცვლის კანცელარია გამოსცემდა. გარდა ოფიც. ცნობებისა, იბეჭდებოდა წერილები კავკ. ისტ., არქეოლ., ეთნოგრ., კულტ., ეკონ., მეცნ. საკითხებზე და უცხოეთის ქრონიკა. გაზეთთან თანამშრომლობდნენ ნ. ბერძენიშვილი, დ. ბაქრაძე, პ. იოსელიანი, რ. ერისთავი, მ. ბროსე და სხვ. „კ-ში“ დაისტამბა მ. გორკის პირველი მოთხრ. „მაკარ ჩუდრა“ (1892 წ. 12 სექტ.).