„კავკაზსკაია სტარინა“, ყოველთვიური ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული ჟურნალი; გამოდიოდა თბილისში 1872 ნოემბრიდან 1873 ბოლომდე რუს. ენაზე. ჟურნალში იბეჭდებოდა ისტ. დოკუმენტები, კავკ. ხალხთა მემატიანეების თხზულებათა თარგმანები, წერილები არქეოლ. და ისტ. საკითხებზე, ძეგლთა აღწერა და ბიბლიოგრაფია. „კ. ს-სთან“ თანამშრომლობდნენ რ. ერისთავი, პ. იოსელიანი, დ. ბაქრაძე და სხვ. რედ.-გამომცემელი - ა. ერიცოვი.