წელიწდეული, რ-საც გამოსცემდა კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარია 1846–1917. ყოველი მომდევნო წლის კალენდარი დათარიღებული იყო წინა წლით. რედაქტორობდნენ მეფისნაცვლის კანცელარიის პასუხისმგებელი მოხელეები. „კ. კ-ში“ იბეჭდებოდა საერთო კალენდარული მონაცემები, ჩინოვნიკების, სახელმწ. დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მისამართები, მეტეოროლ. და სტატისტ. ცნობები, სტატიები კავკასიისმცოდნეობის საკითხებზე, მთავრობის ზოგიერთი დადგენილება და ა. შ. ამას გარდა, „კ. კ-ში“ გამოქვეყნდა საინტერესო სტატისტ. მასალა ამიერკავკ. ქალაქებსა და მათ მოსახლეობაზე, ქრონოლოგიური ცხრილები, ბიბლიოგრაფიული ცნობარები, საგზაო ტარიფები, მეტროლოგიური ცხრილები, ნარკვევები ეკონ. საკითხებზე და სხვ.
როგორც ოფიც. გამოცემა, „კ. კ.“ ეწეოდა მეფის მთავრობის ღონისძიებათა პოპულარიზაციას, ამართლებდა ცარიზმის კოლონ. პოლიტიკას.
შ. ხანთაძე.