„კავკაზკი რაბოჩი“, ყოველდღიური ბოლშევიკური გაზეთი, რსდმპ (ბ) სამხარეო და თბილისის კომიტეტის ორგანო; გამოდიოდა თბილისში 1917 წ. 11(24) მარტიდან 1918 წ. 8 თებერვლამდე. „კ. რ“. პროპაგანდას უწევდა ვ. ი. ლენინის იდეებს. რედაქციის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ პ. ჯაფარიძე, მ. ცხაკაია, ს. შაუმიანი, ს. ქავთარაძე და სხვ.
გ. ჟვანია