კავკასიელთა ჯგუფი, რევოლუციურ-ხალხოსნური ორგანიზაცია. შეიქმნა 1874 შვეიცარიაში. ჯგუფის წევრები იყვნენ ი. ჯაბადარი (ხელმძღვანელი), მ. ჩიკოიძე, დ. გურამიშვილი, ა. ელიოზიშვილი და სხვ. 1874 ზაფხულში მათ მონაწილეობა მიიღეს საზღვარგარეთ არსებული საზ-ბა „უღლის'' ჟენევის გაფართოებულ კონგრესში, შეადგინეს რევ. უმცირესობა, რ-მაც მოითხოვა კავკ. ახალგაზრდების აქტ. მონაწილეობა რუსეთის სოც. რევოლუციის მომზადებაში. დაგმეს სეპარატისტული თვალსაზრისი რუსეთიდან კავკასიის გამოყოფის შესახებ. 1874 შემოდგომაზე თავისივე ინიციატივით კ. ჯ. შეუერთდა ციურიხში არსებულ რუს სტუდენტ ქალთა წრე „ფრიჩს'', რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყარა „სრულიად რუსეთის სოციალურ-რევოლუციურ ორგანიზაციას''. ამ ორგანიზაციასთან ერთად კ. ჯ. რუსეთში გადავიდა სამუშაოდ.
ლიტ.: შ ვ ე ლ ი ძ ე ზ., ამიერკავკასიელები „სრულიად რუსეთის სოციალურ-რევოლუციურ ორგანიზაციაში“ (1874–76 წწ.), თბ., 1974; მ ი ს ი ვ ე, რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960.
ზ. შველიძე