კავკასიის არქეოგრაფიული კომისია, (1864–1918), დაარსდა თბილისში. კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსის, ბარონ ა. ნიკოლაის ინიციატივით. მას უნდა შეეკრიბა, შეესწავლა და გამოსაცემად მოემზადებინა კავკ. უმაღლესი არქივის მასალა. კ. ა. კ-ს უნდა წარმოედგინა რუსეთის მიერ კავკასიის მფლობელობის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია. მის განკარგულებაში იყო არქივმცოდნეთა მთელი შტატი, რ-ებიც თავს უყრიდნენ და სწავლობდნენ ისტ. მნიშვნელობის საქმეებს. საარქივო მასალის წესრიგში მოყვანა ჯერ კიდევ 1843 დაევალა საქართვ. მთავარმართებლის, გენ. ნეიდგარდტის განკარგულებით შედგენილ კომისიას. კ. ა. კ-მ 20 წლის შემდეგ უკვე მოწესრიგებული არქივი ჩაიბარა და გამოსაცემად ძირითადად მეფის რუს. მმართველობის დადებითი მხარეების ამსახველი მასალა შეარჩია. ამგვარი მუშაობის შედეგად მრავალი საყურადღებო დოკუმენტი ვერ მოხვდა შერჩეულ აქტებში, თუმცა გამოცემული 12 ტომი მეტად მნიშვნელოვანია კავკასიის ისტორიისათვის. კ. ა. კ-ის მუშაობაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით კომისიის პირველ თავრეს ა. ბერჟეს და პირველ მუდმივ წევრს ნ. ბერძნიშვილს (იხ. ''აკტი კავკაზსკოი არხეოგრაფიჩესკოი კომისსიი'').
ლიტ.: П о л и е в к т о в М. А., Кавказская археографическая комисცия и ее наследие в Центр. архиве ССР Грузии, «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2.
ა. კიკვიძე