კავკასიის გამაგრებული ხაზი

კავკასიის გამაგრებული ხაზი („ლინია"), სიმაგრეთა სის­ტემა, რომელიც ააგო რუსეთის ჯარმა კავკასიის ომების დროს. შედგებოდა ციხესიმაგრეებისა და სტანიცებისაგან, რ-თა შორის 25–30 კმ დაშორებით განლაგებული იყო ფორტები და ყოველ 3–5 კმ-ზე – საგუშაგოები. კ. გ. ხ-ის მშენებლობა დაიწყო 1735–39 და, ძირითადად, 1785 დასრულდა. შემდეგ იგი დაიყო ­მარცხ. ფლანგად, ცენტრად, ­მარჯვ. ფლანგად და შავი ­ზღვის ხაზად. 1830 დაღესტანსა და კა­ხეთს შორის (ყვარელი–ზაქათალა) აიგო ლეკეთის ხაზი, 1837–39 – შავი­ზღვისპირეთის ხაზი (ანაპა–სო­ხუ­მი). 1860 კ. გ. ხ. გაუქმდა.