კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველო, სააქციო საზოგადოება, ერთ-ერთი კომერციული ბანკი საქართველოში. დარეგისტრირდა 2013 წ. 1 მარტს თბილისში და წარმოადგენდა ღია სააქციო საზ-ბა „კავკასიის განვითარების ბანკის“ (ქ. ბაქო, აზერბაიჯანი) თბილ. ფილიალის სამართალმემკვიდრეს (შეიქმნა 1999). ბანკის აქციონერი იყო „კავკასიის განვითარების ბანკი“. „კ. გ. ბ.ს-ს" განაღდებული და გაცხადებული საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 20 მლნ. ლარს (2015 წ. 31 დეკემბრის მდგომარეობით). მას გააჩნდა ერთი სერვისცენტრი თბილისში.
ბანკი მომხმარებელს სთავაზობდა სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურებას: მცირე და საშ. ბიზნესის დაფინანსებას, იპოთეკურ, ავტოდა აგროსესხებს, პლასტიკურ ბარათებს, დისტანციურ საბანკო მომსახურებას, ფულადი გზავნილების სისტემებს და სხვ. იგი ახორციელებდა სხვადასხვა საქველმოქმედო პროგრამებს კულტ. სფეროში, დააფინანსა და გამოსცა ქართ. ლიტერატურის ნიმუშების თარგმანები რუს. და აზერბ. ენებზე.
2016 წ. 2 სექტემბრიდან ბანკს შეუჩერდა ლიცენზია.