კავკასიის კომიტეტი

კავკასიის კომიტეტი, განსაკუთრებული საუწყებათაშორისო ორგანო, რომელიც 1845 დააარსა მეფის მთავრობამ კავ­კა­სიაში მმართველობის საერთო რუსული სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით. მანამდე არსებობდა რამდენიმე დროებითი კომიტეტი, რ-თაც ევალებოდათ კავ­კა­სიაში სამოქალაქო მმართველობის შემუშავება და შემოღება (1833–45).

კ. კ. გადაიქცა მუდმივ ორგანოდ, რ-იც ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და მეფის ადმინისტრაციის სამოქალაქო საქმიანობას კავ­კა­სიაში. კ. კ-ის თავ-რე იყო სამხ. მინისტრი, გრაფი ა. ი. ჩერნიშოვი, შემდეგ – გენ.-ადიუტანტი, გრაფი ა. თ. ორლოვი; შემადგენლობაში შედიოდნენ სამხედრო, ფინანსთა, სახელმწ. ქონების, იუსტიციის, შინაგან საქმეთა მინისტრები, აგრეთვე ტახტის მემკვიდრე, ჟანდარმთა შეფი და სხვა მაღალი თანამდებობის მოხელეები. ამ ცვლილებების შედეგად გაფართოვდა მეფის მთავრობის გავლენა მთელ სამხრ. კავ­კა­სიაში. კ. კ. გაუქმდა 1882, კავ­კა­სიაში მეფისნაცვლის თანამდებობის გაუქმებასა და ახა­ლი ადმ. წყობის შემოღებასთან დაკავშირებით.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970; ჩ ხ ე ტ ი ა  შ., რუსული მმართველობის სისტემა სა­ქარ­თვე­ლო­ში (1840–1864), «ს. ჯანაშიას სახ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელმწ. მუზეუმის მოამბე», 1944, ტ. 12B.