„კავკასიის მხარეთა უწყებანი“

„კავკასიის მხარეთა უწყებანი“, ქარ­თული ყოველკვირეული გაზეთი, მთავრობის ოფიციალუ­რი გამოცემა. გამოდიოდა თბილისში 1845 იანვრიდან 1846 ივლისამდე; წარმოადგენდა „ზაკავკაზსკი ვესტ­ნიკის" დუბლირებას. გაზეთი იბეჭდებოდა მცირე ზომის ქაღალდზე, 2 სვეტად, 8 გვერდზე. აქვეყნებდა ოფიც. ცნობებს და სხვა მასალებს. „კ. მ. უ." ერთ-ერთი ქარ­თული გაზეთია, რ-მაც შემოგვინახა საყურადღებო მასალა XIX ს. 40-იანი წლების საქარ­თვე­ლოს ეკონ. და სოც. ურთიერთობების შე­სა­ხებ. რედაქტორი – პ. იოსელიანი. მთარგმნელები – ზ. ფალავანდი­შვი­ლი, ვ. გურამი­შვი­ლი. ტირაჟი 50 ც. ჩვენამდე მოაღწია გაზეთის მხო­ლოდ ორმა ნომერმა (№1, №11).

ი. ლორთქიფანიძე