კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, დაარსდა 1995. კ. ს. უ-ში ფუნქციონირებს ხუთი – ბიზნესის, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა, მედიცინის, მევენახეობა-მეღვინეობის – ფაკ-ტი. კ. ს. უ. ახორციელებს საბაკალავრო, ერთსაფეხურიან (ქართ., ინგლ. და რუსულენოვან), სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.
კ. ს. უ-ის ბიზნესის ფაკ-ტი ოთხ საბაკალავრო, სამ სამაგისტრო და ერთ სადოქტორო პროგრამას ახორციელებს: მენეჯმენტისა და ტურიზმის ქართულენოვანი, ფინანსების ქართ. და რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამები; საერთაშ. მარკეტინგის ქართ. და ინლისურენოვანი, საერთაშ. ბიზნესის მენეჯმენტის ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამები; ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამა.
კ. ს. უ-ის სამართლის ფაკ-ტზე ხორციელდება სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები, სასწავლო კომპონენტებთან ერთად, პრაქტიკულ და კვლევით კომპონენტებსაც მოიცავს.
კ. ს. უ-ის სოციალურ მეცნიერებათა ფაკ-ტზე აკრედიტებულია და მოქმედებს სამი საგანმან. პროგრამა: ჟურნალისტიკისა და საერთაშ. ურთიერთობების საბაკალავრო საგანმან. და საერთაშ. ურთიერთობებისა და საერთაშ. უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამები.
უნ-ტში 1995-იდან ფუნქციონირებს მედიცინის ფაკ-ტი, რ-იც 2012-იდან გაწევრიანებულია საერთაშ. სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდსა („FAIMER-IMED“) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში („AVICENNA“). ფაკ-ტი ცხრა აკრედიტებულ პროგრამას ახორციელებს: მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის საბაკალავრო და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამებს ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე. 2015 კ. ს. უ-ში შეიქმნა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკ-ტი. მოქმედებს ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა, რ-ის მიზანია ადგილობრივ და უცხოელ სტუდენტებს შეასწავლოს ეს დარგი.
კ. ს. უ-ს აქვს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურა (საკუთარი ტელე- და რადიოსტუდიები, იურიდიული და სტომატოლოგიური კლინიკები, მედიცინისა და სტომატოლოგიის საბაზისო დისციპლინების შემსწავლელი სასწ.-კვლ. ლაბორატორიები, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზი და სხვ.). უნ-ტს მჭიდრო კონტაქტები აქვს საქართველოში მოქმედ საერთაშ. ორგანიზაციებთან, სახელმწ. დაწესებულებებსა და კერძო კომპანიებთან, აგრეთვე მრავალ საგანმან. დაწესებულებასთან. მის ბაზაზე 2009-იდან დაარსებულია ყოველკვარტალური რეცენზირებადი, რეფერირებადი სამენოვანი სამეცნ. ჟურნ. „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნე“, რშიც იბეჭდება როგორც კ. ს. უ-ის, ასევე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე წამყვანი მეცნიერების სტატიები; 2011-იდან გამოდის ყოველკვარტალური პერიოდული ორგანო, გაზეთი „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, რ-იც საინფორმაციო და რეკრეაციული ხასიათისაა და ასახავს კ. ს. უ-ის ყოველდღიურ სამეცნ. და კულტ.-საგანმან. საქმიანობას. უნ-ტი ასევე გამოსცემს საუნივერსიტეტო სტუდენტურ ჟურნალს.
თ. ალიბეგაშვილი