დავით IX

დავით IX, საქართველოს მეფე 1346–60, გიორგი V ბრწყინვალის ძე.

მისი მეფობის პირველი წლები აღინიშნა „შფოთით", ანუ შინაფეოდ. ბრძოლებითა და „დიდი სიგლახაკით" – ეკონ. კრიზისით. 1349–50 საქართველო იძულებული შეიქნა ირანის მონღოლთა ყაენისათვის ანუშირვანისათვის გადაეხადა ხარკი – 400000 დინარი. ამას დაერთო შავი ჭირის ეპიდემიით გამოწვეული „დიდი სიკვდილობა" (1348).

დ. IX-ის მეფობის დროს, 1356, საქართველო დალაშქრა თავრიზის მმართველმა მელიქ აშრაფმა. მტერმა დაარბია და დაანგრია ქ. ბიჯნისი. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ცნობით, დ. IX-ს მნიშვნელოვანი სამშენებლო საქმიანობა წამოუწყია, აღუდგენია მონღოლთა მიერ დანგრეული მრავალი ეკლესია და ციხესიმაგრე. დ. IX გარდაიცვალა გეგუთის სასახლეში, დაკრძალულია გელათის მონასტერში.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).

გ. ჯამბურია