კავკასიონის მთავარი ქედი, კავკასიონის ოროგრაფიული ღერძი, ვრცელდება ტამანის ნახევარკუნძულიდან აფშერონის ნახევარკუნძულამდე. მთათა სისტემის ყველაზე ამაღლებული ნაწილია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რ-იც ყოფს ჩრდ. კავკასიისა და სამხრ. კავკასიის მდინარეთა აუზებს. მდებარეობს მდ. ბელაიას (ყუბანის მარცხ. შენაკადი) სათავეებსა და ადაი-ხოხის მთათა ჯგუფს შორის.
ქედი აგებულია პალეოზოურპროტეროზოური კრისტალური ქანებით, სხვაგან – ძირითადად მეზოზოური თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. საქართვ. ტერიტორიაზე უმაღლესი მწვერვალია შხარა (5068 მ). მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: ჯვრის უღელტეხილი, მამისონის უღელტეხილი, ბეჩო, კლუხორის უღელტეხილი, მარუხის უღელტეხილი და სხვ. დამახასიათებელია მთა-ტყის, სუბალპ., ალპ. და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები. იხ. აგრეთვე კავკასიონი.
ლ. მარუაშვილი