კავკასიური გველგესლა

კავკასიური გველგესლა

კავკასიური გველგესლა (Vipera kaznakovi), შხამიანი გველების სახე­ობა გველგესლასებრთა ოჯახიდან. ბინადრობს მხო­ლოდ კავ­კასიაში, რუსეთსა და თურქეთში. სა­ქარ­თვე­ლო­ში გვხვდე­ბა აფხაზეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში. სხეულის ზედა ნაწილი წითელი და ყვითელი ფერისაა, ხერხემალს კი გასდევს შავი ან მუქი რუხი განიერი ზოლი, რ-იც ზოგჯერ ზიგზაგის ფორ­მისაა. სახეობას ახა­სი­ა­თებს მელანიზმი, მაგრამ პირთან რჩება წითელი ან ყვითელი შეფერილობა. წიწილები მოწითა­ლო-ყავისფრები არიან. ახა­სი­ა­თებს მალული ცხოვრების ნირი. წყვილდება მაისსა და ივნისში. ცოცხალმშობიარეა. შემოდგომაზე ბადებს 5–10 წიწილს. იკვებება მღრღნელებით, ხვლიკებით, წვრილი ფრინველებით, ახალგაზრდა გველები – მწერებით, კერძოდ, კალიებითა და ჭრიჭინებით. შეტანილია „სა­ქარ­თვე­ლოს წითელ ნუსხაში".

ა. ბუხნიკა­შვი­ლი