კავკასიური თრია (Citellus musicus), მღრღნელი ციყვისებრთა ოჯახიდან. საქართველოში გავრცელებულია კავკასიონზე, თერგის სათავეებთან. სხეულის სიგრძე 20–38 სმ აღწევს, ხოლო კუდის სიგრძე სხეულის ზომის ნახევარია. დაფარულია მურა, ნაცრისფერი ბეწვით. უდაბნოს, ველისა და ტყე-ველის ბინადარია, გვხვდება მთის ლანდშაფტებშიც. აქტიურია მხოლოდ 80–100 დღე, დანარჩენ დროს ზამთრის ძილქუშში ატარებს. შობს 3–11 (საშუალოდ 6–8) ნაშიერს. იკვებება მცენარეებით. ერთი თრია წელიწადში 4,5 კგ მარცვლეულს ანადგურებს. გადააქვს ინფექციური დაავადებები. მის ტყავს ბეწვეულის წარმოებაში იყენებენ.