კავკასიური ნაგაზი, მეცხვარისა და სადარაჯო ძაღლის უძველესი ჯიში.
XIX ს. დასაწყისში ზოოლოგმა ვ. მიულერმა საქართველოს მთიანეთში აღწერა ქართველური ტომების მიერ გამოყვანილი ჯიში, რ-საც დასაბამიდან ნაგაზი ეწოდებოდა. მას რუსმა კინოლოგებმა „კავკაზსკაია ოვჩარკა" დაარქვეს; 1990 ეს სახელწოდება საერთაშ. კინოლოგიურ ფედერაციაში (FCI) დამტკიცებული სტანდარტით დამკვიდრდა. ს.-ს. ორბელიანი ,„სიტყვის კონაში" ძაღლს შემდეგნაირად განმარტავს: „ძაღლთა და მხეცთა მამალსა ხ ვ ა დ ი და დედალსა ძუ და შვილთა მათთა ლ ე კ ვ ი ეწოდებიან; ...დიდსა ძაღლსა, მიდამოს მცველსა – თ ა რ თ ი ; ...სწრაფსა და გვარიანსა – მ წ ე ვ ა რ ი ; მწევრისა და თართისაგან შობილსა – ნ ა გ ა ზ ი ...".
ჯიშთა წარმოშობის ვერსიებიდან ერთ-ერთის თანახმად, იგი შეიქმნა ტიბეტური მასტიფისგან, რ-იც კავკასიის ტერიტორიაზე, კერძოდ საქართველოში, აბრეშუმის გზით შემოიყვანეს (ძვ. წ. I ს.). საქართველოში მოშენებული კ. ნ. – ქართული მეცხვარულა – ხალხური სელექციით მიღებული დამოუკიდებელი ჯიშია. ჩამოყალიბდა შიდაჯიშური ტიპები და ქვეტიპები, რ-ებიც გავრცელდა მთელ კავკასიაში. კინოლოგი ა. პ. მაზოვერი აღნიშნავდა: „საუკეთესო კავკასიური ნაგაზები გავრცელებულია საქართველოს რესპუბლიკაში". ძაღლი გამოირჩევა მასიური ძვალეულითა და ზომებით. კონსტიტუციის ტიპი მაგარი კავკასიური კამეჩი. კავკასიური მდინარის ღორჯო. კავკასიური მოცვი. ან უხეშია, თავი – სხეულის პროპორციული; შეფერვა – ნაირგვარი: ნაცრისფერი, თეთრი, მურა, შავი, ჩალისფერი, ჭრელი და სხვ. ერთ ფერში დასაშვებია შავი ნიღაბი, თეთრი ნიშნები მკერდზე, მუცელზე, თათებსა და კუდის ბოლოზე. აქვს გრძელი ბეწვი ნიდაოში (მინდაო) სიმაღლე (სანტიმეტრობით) ხვადისა არის არანაკლებ 68, ძუსი – 64, სიმაღლე, შესაბამისად, 72–75 და 66–69; ფორმატის ინდექსი ცვალებადობს 104 – 108-მდე. ქართულ კ. ნ-ში განარჩევენ გერგეთულ, ყაზბეგურ და ახალციხურ ტიპებს.
ლიტ.: ა გ ლ ა ძ ე დ., მასალები კავკასიური ჩანიდაების შესახებ, «საქართველოს მუზეუმის მოამბე», 1931, ტ. 6; ბ ო ლ ქ ვ ა ძ ე პ., ქართული მეცხვარულას წარმოშობის საკითხები, თბ., 1948; М а з о в е р А. П., Племенное дело в служебном собаководстве, М., 1954; Ф о г л Б., Новая энциклопедия. Cобаки, М., 2003.
ნ. მამუკელაშვილი