დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი

დაიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, მდებარეობს ქ. ზუგდიდში.

დაარსდა 1854 როგორც მთავრისეული მუზეუმი, 1921-იდან – სახელმწ. მუზეუმი; 2005 ეწოდა დ. ს. ი.-ა. მ. მის შემადგენლობაშია დადიანების ორი სასახლე (XIX ს. 70–90-იანი წწ., არქიტექტორები – გ. რაისი, ლ. ვასილიევი), კარის ეკლესია და დადიანების მიერ გაშენებული ბოტან. ბაღი.

მუზეუმის საერთო ფართობია 3675,2 კვ.მ , საექსპოზიციო ფართობი – 1098 კვ.მ , საფონდო – 986,8 კვ.მ. დავით დადიანი|დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ XIX ს. 50-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტ. ქალაქის არქეოპოლისის (ნაქალაქევი) არქეოლ. გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნუმიზმატიკური მასალა, შუა საუკუნეების ევროპული საბრძოლო აღჭურვილობა, ეთნოგრ. და სახვითი ხელოვნების ნიმუშების დადიანებისეული კოლექცია.

2010 წ. 1 იანვრისთვის მუზეუმში დაცული იყო 44475 ექსპონატი, მ. შ.: ძვ. წ. I ს. – ახ. წ. XIX ს. ოქრომჭედლობის ნიმუშები (ხატები და საეკლ. დანიშნულების სხვა ნივთები, ნატიფი ხელოვნების ნიმუშები), ანტ. საბერძნეთისა და ძვ. კოლხეთის კულტურის ამსახველი არქეოლ. მასალა, ქრისტ. სიწმინდეების კოლექცია, ევრ. გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (ბულეს, როკოკოს, ამპირის სტილი); სამეგრელოს მთავართა, საფრანგეთის (მ. შ. განსაკუთრებით მრავლადაა ნაპოლეონ ბონაპარტის სახელთან დაკავშირებული ნივთები, რ-ებიც სასახლეში მოხვდა დავით დადიანის სიძის – აშილ მიურატის მეოხებით), რუსეთის, ესპანეთის, საიმპერატორო ოჯახის წევრთა რელიკვიები;

XV–XIX სს. ხელნაწერი წიგნები და სიგელგუჯრები, ნაპოლეონ ბონაპარტისა და დადიანების ბ-კა, ევრ. და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშები, რუსი „პერედვიჟნიკების", ფრანგი ბატალისტებისა და ინგლისელი „მარინისტების" ფერწერული ტილოები, მდიდარი ფოტოფონდი (5000 ფოტო), ფრანგული, გერმ., ჩინური, რუს. და სხვა წარმომავლობის ბროლის, ფაიფურ-ქაშანურის ჭურჭელი და სხვ.

დ. ს. ი.-ა. მ -ის პარტნიორი ორგანიზაციებია „საქართველოს მუზეუმების ასოციაცია", „დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდი".