კავკასიური როჭო

კავკასიური როჭო

კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), ფრინველი როჭოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია კავ­კა­სი­ო­ნის მთავარ ქედსა და მცირე კავ­კა­სი­ო­ნის ალპურ ველებზე ზ. დ. 1500–3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს. მამალი კ. რ. შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2–10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კ. რ. ჩვენი ფაუნის გამორჩეული წარ­მომადგენელია. შეტანილია „სა­ქარ­თვე­ლოს წითელ ნუსხაში". მალიმიტირებელი ფაქტორია მისი ადგილსამყოფელის შემცირება, გადაძოვა და ბრაკონიერობა.

მ. სახოკია