კავკასიური წაბლა ჯიში

კავკასიური წაბლა ჯიში

კავკასიური წაბლა ჯიში, მსხვილი რქოსანი საქონლის (ძროხის) სარძეო-სახორცე მიმართულების ჯიში. გამოყვანილია სა­ქარ­თვე­ლოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში ად­გილ. ძროხის შეჯვარებით შვიცურ და კოსტრომულ ჯიშებთან. ჯიში დამტკიცებულია 1960. კ. წ. ჯ-ს მაგარი კონსტიტუცია და მკვრივი ძვალეული აქვს, ფერად წაბლაა. ცოცხალი მასა: კუროსი – 700–800 კგ, ფურისა – 400– 450 კგ; წლიური ლაქტაციური მონაწველი – 2500–3500 კგ (უდიდესი 8800 კგ), რძის ცხიმიანობა – 3,9% (უდიდესი 5%-მდე), ნაკლავის გამოსავალი – 50–55%.

კ. წ. ჯ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ფართოდ იყო გავრცელებული. ის კარგად ეგუება მაღალი მთის პი­რობებს. ჯიშის შემდგომი სრულ­ყოფის სამუშაოები ­მიმდინა­რეობ­და სახელმწ. ჯიშთსაშენში (დედოფლის­წყაროს რ-ნი), დმანისის რ-ნის ბაშკიჩეთის სამომშენებლოში, ბორ­ჯომის რ-ნის ციხისჯვრის სანაშენე მეურნეობასა და სხვა რ-ნების 30-მდე სანაშენე ფერმაში.

ამჟამად სანაშენეების ფუნქციონირების შეჩერების გამო ხალასჯიშიანი სულადობა ­მკვეთრად შემცირებულია. ძირითადად გვხვდე­ბა ახალქალაქის, ნინოწმინ­დი­სა და დმანისის მუნიციპალიტეტებში.

ნ. გოცირიძე

გ. გოგოლი