კავკასიური წაულა

კავკასიური წაულა

კავკასიური წაულა, (Mustela lutreola turovi), ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრ­ძეა 45 სმ, კუდის – 20 სმ. თითებს შორის აქვს უმნიშვნელო საცურაო აპკი. იკვებება პატარ-პატარა მღრღნელებით, ნაირგვარი ფრინველით, ბაყაყებით, თევზებით. თავს აფარებს სოროს, რ-საც თვითონვე თხრის. ცხოვრობს წყალსატევების მიდამოებში. სა­ქარ­თვე­ლო­ში გავრცელებულია ბზიფისა და ფსოუს ხეობებში. უნიკალური და გადაშენების გზაზე მდგომი ქვესახეობაა, შეტანილია „სა­ქარ­თვე­ლოს წითელ ნუსხაში“. სარეწაო ღირებულება არა აქვს.

ა. ჯანა­შვი­ლი