კავკასიური წმინდადმახვიარა

კავკასიური წმინდადმახვიარა

კავკასიური წმინდადმახვიარა, შამილის წმინდადმახვიარა (Phassus schamyl, Chrystoph, 1888), პეპელა წმინდადმახვიარების (Hepialidae) ოჯახიდან. მესამეული პერიოდის რელიქტი და კავკასიის იშვიათი ენდემი. ოჯახი უძველესი წარმოშობისაა. პირველად აღმოჩენილია მდ. რიონის ხეობაში. მისი სხეული ვიწრო და მოგრძოა ლანცეტისებრი ფრთებით. წინა ფრთების სიგრ­ძეა 33–50 მმ, ზოგჯერ მეტიც. საერთო ფონი ყავისფერია, ნახატი – რთული, დახვეწილი კონტურებით. ალაგ-ალაგ ვარდისფერ-იისფერი და ოქროსფერი ანარეკლი გასდევს. წინა ფრთის ზედა კუთხესთან და ფუძის არეში 2–3 (ზოგჯერ მეტი ან ნაკლები) ოქროსფერ-მოვერცხლისფრო ლაქა აქვს. უკანა ფრთების ფონი მურაა და გარეთა კიდისკენ თანდათან თივისფერ-მოვარდისფრო ფერში გადადის. პეპლის ფერი და მოხატულობა მდგრადი არ არის. მჯდო­მარე კ. წ. გამხმარ, დაგრეხილ ფოთოლს წააგავს.

დღეისათვის სახეობის ­არეა­ლი მოიცავს კავკასიის შავი ­ზღვისპირა ზოლს აჭა­რის ჭალები­დან ყუბანის მთისწინებამდე; სამხრ. მთიანეთში – ბორჯომის ხეობის ლოკალურ ადგილს, ბანისხევს. პეპლის ტიპური ადგილსამყოფელია ტყის ზონის ბიოტოპები და გაკულტურულებული ლანდშაფტი. დამახასიათებელი ეკოლოგიური ნიშაა აფხაზეთის კოლხური ტიპის ტყე. ასეთ ტყეში ის ამჯობინებს ღელეების ჩრდილიან ნაპირებს, ტყის ველობებს და გაჩეხილ ადგილებს. ასეთ ბიოტოპებში მრავლდება როგორც მთისწინეთში, ისე მთაში ზ. დ. 1600 მ-მდე. არეალის დიდ ნაწილში იშვიათია, შედარებით ხშირია აგრობიოცენოზში. ფრენას იწყებს ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში; ­ზღვის დონის სიმაღლის მიხედვით ფრენის ვადებმა შეიძლება გადაინაცვლოს აგვისტო-სექტემბერშიც. ბინდის პეპელაა. მდედრინებაც). ზამთრობს მატლი. ჭუპრი ვითარდება ნიადაგში, მილისებურ მიწის პარკში, რ-შიც თავისუფლად მოძრაობს წინ და უკან.

ძირითადი მალიმიტირებელი ფაქ­ტორებია: სახეობის ტიპური სა­ბინადრო ბიოტოპების სას.-სამ. მიზნით ათვისება, ტყეების გაჩეხვა, გადახვნა და მათ ადგილზე სუბტროპ. კულტურების გაშენება; კურორტების მშენებლობა, გზების გაყვანა და სხვ.

1976 წლიდან სახეობა შეტანილია სა­ქართვ. ტერიტორიაზე და­საცავ მწერთა სიაში. ამჟამად ტი­პური ბიოტოპები და­ცუ­ლია კინ­ტრიშის, რიონის, ბზიფისა და ბორ­ჯომის ხეობებში.

ე. დიდმანიძე