კავკასიური წმინდამატყლიანი ცხვარი

კავკასიური წმინდამატყლიანი ცხვარი

კავკასიური წმინდამატყლიანი ცხვარი, სახორცე-სამატყლე მიმართულების ცხვრის ჯიში. გა­მო­ყვანილია 1921–26 წლებში სტავ­როპოლის მხა­რის იპატოვოს რ-ნის სამომშენებლო მეურნეობა „ბოლშევიკში“ ახალკავკასიური წმინ­დამატყლიანი ცხვრის შეჯვარებით ამერიკულ რამბულიესა და ასკანიურ ერკემალთან. ერკემლის მატყლის ნაპარსია 10–12 კგ (ყველაზე დიდი რაოდენობა – 25 კგ-მდე), ნერბისა – 5,8–6,5 კგ (ყველაზე დიდი რაოდენობა 13 კგ); მატყლის სიგრ­ძე 7,5–8,5 სმ (64-ე ხარისხისა). წმინდა მატყლის გამოსავალი – 38–43%; ცოცხალი მასა ერკემლისა – 90–100 კგ, ნერბისა – 50–60 კგ. ნერბის ნაყოფიერება 150%-ს აღწევს. ერკემალს იყენებენ ზოგიერთი წმინდამატყლიანი და უხეშმატყლიანი ჯიშების გასაუმჯობესებლად. კ. წ. ც. მოშენებულია რფ-ის ზოგიერთ მხა­რესა და ოლქში, აგრეთვე ყაზახეთში, სა­ქარ­თვე­ლოსა და სომხეთში.